მეცნიერება არქეოლოგია
Monday, December 13, 2010
არქეოლოგია არის მეცნიერება,რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უძველესი ნაწილის შესასწავლად.
არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიის შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.ნივთიერი ძეგლების მოსაპოებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რასაც წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლები ისტორიულ წყაროდ იქცევა.
არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე, ისტორიული მატერიალიზმის მეთოდოლოგიის გამოყენებით ახდენს ძვ. საზოგადოებათა კულტურულ და სოც-ეკონომ.მდგომარეობის რეკონსტრუქციას, ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტ.განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოც-ეკონომ.ცხოვრებასთან. (ქსე)

0 коммент.:
Post a Comment