ტერმინი "არქეოლოგია"
Monday, December 13, 2010
ტერმინი "არქეოლოგია" წერილობით წყაროებში პირველად პლატონის (ძვ. წ. 427-347 წწ.) "დიალოგებში" გვხვდება: სოფისტი ჰიპია პასუხობს, რომ ლაკედომონიელები მას განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდნენ " ძველი გმირებისა და ადამიანების ჩამომავლობის, გადასახლებათა ე. ი. თუ როგორ აარსებდნენ ძველად ქალაქებს, და საერთოდ ყოველგვარი არქეოლოგიის შესახებ". კარგად ჩანს, რომ პლატონთან " არქეოლოგია" ფართო მნიშვნელობით იხმარება– საერთოდ ძველი ამბების გადმოსაცემად, ისტორიის აღსანიშნავად. I ს. ამ ტერმინს უფრო კონკრეტული მნიშვნელობა უჩნდება: " არქეოლოგია " აღნიშნავს ამა თუ იმ ხალხის ისტორიის უძველეს პერიოდს. ასე მაგალითად, დიოდორე სიცილიელი ( ძვ. წ. 80-29 წწ.) " ელინთა არქეოლოგიაში " (1, 4) გულისხმობს ბერძენთა უძველეს ისტორიას (ტროის ომამდე). დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობით ხმარობდნენ ამ ტერმინს სხვა ბერძენი მწერლებიც: სტრაბონი, დიონისე ჰალიკარნასელი, იოსებ ფლავიუსი. რომაულ მწერლობაში ძვ. წ. I ს. ბერძნული "არქეოლოგიის" შესატყვისია " სიძველეები" (Antiquitates).
0 коммент.:
Post a Comment