ოთარ ლორთქიფანიძე

Monday, December 13, 2010

ოთარ ლორთქიფანიძე ( 1930 წ. 30 ოქტომბერი-2002 წ. 19 მაისი ), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). 1972–იდან ისტორიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო ნაწილში, 1977–იდან – მისივე ინიციატივით შექმნილი არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 1955–იდან ლექციებს კითხულობს თსუ–ში. 1966–იდან იყო ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1985 მისი ინიციატივით შეიქმნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ხოლო 1977–იდან მისივე ინიციატივით ეწყობა შავი ზღვისპირეთის ძველი ისტორიული ძველ ისტორიულ და არქეოლოგიურ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან ზოგს მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია, მათ შორის ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (2000). არჩეული იყო პოლ. არქეოლ. სამეცნიერო საზოგადოების წევრად (1972), კლასიკური არქეოლ. საერთაშორისო ასოციაციის (რომი) წევრად (1978), გერმ. არქეოლოგიის ინსტიტუტის (ბერლინი) წევრკორად (1980); იყო საერთაშორისო ჟურნალების "შავი ზღვა" (რომი–პარიზი), "ძველი ცივილიზაციები სკვითეთიდან ციმბირამდე" (ლეიდენი, ნიდერლანდი). რედაქციების წევრი (1994), კლასიკური მითოლ. იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი (ბაზელი–პარიზი, 1998), ჟურნალ "კოლოკვია პონტიკას" რედაქციის წევრი (ოქსფორდი, 1996), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ჯორჯ ბერნარდ შოუ

  © ისტორია
Design By Best Blogger Templates | Optimized By Blogger Tips And Gadgets | Icons By Free Social Icons

Return To TOP  

Get snow effect Falling Christmas Object Gadget